კუმანი:
Aa
Aa

კუმანი: "ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ბარსელონა საუკეთესოა"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მოახლებულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით ბარსა ჯგუფში საუკეთესო გუნდია.

"წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველის. ვფიქრობ, რომ ჯგუფში საუკეთესო გუნდი "ბარსელონაა", მაგრამ ჩვენ ეს უნდა დავამტკიცოთ. პირველ შეხვედრას სახლში "ფერენცვაროშის" წინააღმდეგ გავმართავთ. აუცილებელია, რომ მათი თამაში და ტაქტიკა შევისწავლოთ.

ტურინელები ყოველ წელს ამტკიცებენ, რომ მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ. იქ ხომ კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, მაგრამ ჩვენ გვყავს პიანიჩი, რომელსაც ყოფილ კლუბზე ფასდაუდებელი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია." - განაცხადა კუმანმა

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველ შეხვედრას 20 ოქტომბერს "ფერენცვაროშის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები