Aa
Aa

"90 წუთში 400 ათასი ფუნტი წავაგე...თავს ნაგვად ვგრძნობდი", - ბენდტნერი წარსულს იხსენებს

ვეტერანი დანიელი ფორვარდი ნიკლას ბენდტნერი თავის კარიერას იხსენებს და საკუთარ თავზე ბრაზობს, რადგან ნიჭი, რომელიც მას ჰქონდა უაზროდ გაფლანგა და საბოლოოდ ვერაფერს მიაღწია.

„23 წლის ასაკში, როცა უკვე ცნობილი ფეხბურთელი ვიყავი, ღამით კაზინოში 90 წუთში 400 ათასი ფუნტი წავაგე. ფული თითქმის აღარ მქონდა, ჩემი ანგარიში გავანულე. გავკოტრდებოდი, თუ ჩემი იღბალი არ შეიცვლებოდა. საბოლოოდ, რამდენიმეჯერ გამიმართლა. ეს ჩემთვისაც კი სარისკო იყო. ვკანკალებდი, აბაზანაში შევედი და სახეზე ცივი წყალი შევისხი. შემდეგ მოლარესთან მივედი და კიდევ 50 ათასის ჩიპები ავიღე, რათა თამაში გამეგრძელებინა.

არასდროს ვყოფილვარ ბიჭი, რომელიც ფულს უფრთხილდებოდა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი გართობა და ადამიანებთან ყოფნა იყო.

როდესაც ტრავმირებული ვიყავი, მოედანზე გასვლასა და ადრენალის მიღებას ვერ ვახერხებდი, იმ დროს გემბლინგმა ჩამითრია და ადრენალინი სწორედ იქ დამიბრუნდა.

აშკარაა, რომ როცა მაღალია ფსონი, იმატებს ადრენალინიც. სწორედ ასე მიდიხართ დიდ ფსონებამდე“. - ამბობს ბენდტნერი The Guardian-თან საუბრისას.

30 წლის ასაკში ბენდტნერი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დანიის ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა. ეს მომენტი ფეხბურთელს მტკივნეულად ახსენდება:

„სიბრაზისგან თავს ნაგვად ვგრძნობდი. ვტიროდი. მინდოდა წარსულში დავბრუნებულიყავი და იმ ახალგაზრდისთვის თავში ჩაქუჩი ჩამერტყა.

გააგებინეთ მას, რომ აქვს შესაძლებლობა რაღაც მნიშვნელოვანს გაუფრთხილდეს“. - ამბობს ბენდტნერი საკუთარი თავის შესახებ.

ბენდტნერი ამჟამად 32 წლისაა და უგუნდოდ იმყოფება. მას ბოლო 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები