NIKE-მა რონალდუს ექსკლუზიური საჩუქარი გაუკეთა
Aa
Aa

NIKE-მა რონალდუს ექსკლუზიური საჩუქარი გაუკეთა

როგორც ცნობილია კრიშტიანუ რონალდუ NIKE-ს სახეა. სულ ცოტა ხნის წინ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა სანაკრებო კარიერაში 101-ე გოლი გაიტანა. ამასთან დაკავშირებით კი სპორტულმა ფირმამ მას ექსკლუზიური ბუცები აჩუქა.

"იუვენტუსის" შემტევმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო შემდეგი წარწერით: "მადლობა "ნაიკს." ეს ბუცები მართლაც ულამაზესია. მოუთმენლად ველი შემდეგ მატჩს პორტუგალიის ნაკრებში, რათა ჩემი კარიერის ეს მოვლენა აღვნიშნო." 

აღსანიშნავია, რომ ახალი ბუცები სპეციალური დიზაინით არის დამზადებული და სახელად CR100 Superfly CR7 100 ჰქვია. როგორც უკვე მოგახსენეთ კრიშტიანუმ ნაკრების მაისურით 101 გოლი გაიტანა და ეს ჯილდო მის მე-100 გოლს მიეძღვნა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები 11 ოქტომბერს "ერთა ლიგის" ეგიდით საფრანგეთის ნაკრებს ეწვევა და სწორედ ამ შეხვედრაში მოირგებს რონალდუ ახალ ბუცებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები