ტორპედოს პრეზიდენტმა ახალი სპორტული დირექტორი წარადგინა
Aa
Aa

ტორპედოს პრეზიდენტმა ახალი სპორტული დირექტორი წარადგინა

ქუთაისის ''ტორპედოს'' სპორტული დირექტორი კლუბის ექს-ფეხბურთელი გიორგი შენგელია გახდა. ინფორმაციას ქუთაისური გუნდის პრესსამსახური ადასტურებს. გიორგი შენგელია კლუბის იტალიელმა პრეზიდენტმა ფაბიო მანინომ წარადგინა.

შენგელია ქუთაისის ''ტორპედოს'', თბილისის ''დინამოს'', ლიმასოლის ''აპოლონის'', თბილისის ''ლოკომოტივისა'' და ბოლნისის ''სიონის'' ღირსებას იცავდა. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ბავშვთა ფეხბურთში მოღვაწეობდა, გასული სამი წლის განმავლობაში კი ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა.

შეგახსენებთ, გიორგი შენგელია ლეგენდარული ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას შვილია. 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 12 ტურში ქუთაისის ''ტორპედომ'' 13 ქულა მოაგროვა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა. ქუთაისური გუნდი გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ''ტორპედო'' შემდეგ შეხვედრას 17 ოქტომბერს თბილისის ''მერანთან'' ''რამაზ შენგელიაზე'' ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები