Aa
Aa

ესპანეთთან მატჩის დროს რონალდუს ვილა გაძარცვეს

პორტუგალიური პრესის ინფორმაციით, კუნძულ მადეირაზე მდებარე კრიშტიანუ რონალდუს ვილა ოთხშაბათს საღამოს გაძარცვეს.

ბოროტმოქმედები ვილაში დაახლოებით მაშინ შევიდნენ, როცა რონალდუ ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობდა. მათ სახლში უკანა შესასვლელიდან შეაღწიეს, თუმცა დიდად ღირებული ვერაფერი მოიპარეს.

როგორც მადეირული გამოცემა El diario წერს, მძარცველებმა ხელს რამდენიმე შედარებით დაბალი ღირებულების ნივთი გააყოლეს, მათ შორის კრიშტიანუს მაისური, რომელსაც მისივე ავტოგრაფები აქვს.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა როგორც ირკვევა, კვალი ნაკლებად ჩანს, ამიტომ მიზერული შანსია, რომ პოლიციამ ბოროტმოქმედთა დაჭერა შეძლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები