სატრანსფერო სენსაცია:
Aa
Aa

სატრანსფერო სენსაცია: "ბარსელონა" "ლივერპულისა" და "ჩელსის" ყოფილი, 32 წლის მცველის შეძენას აპირებს

2016-2017 წლების სეზონის გასულმა ნაწილმა აშკარად გამოაჩინა, რომ "ბარსას" დაცვის ხაზში, განსაკუთრებით კი, მის მარჯვენა მხარეს, სერიოზული პრობლემები აქვს. 

ჩვენი ბრიტანელი კოლეგების თქმით, კატალონიური "ბარსელონა" "სტოკ სიტის" 32 წლის განაპირა მცველის, გლენ ჯონსონის შეძენას აპირებს. 

ამ მხრივ, საინტერესოა, რომ "სტოკმა" ჯონსონის შემცვლელი უკვე შეიგულა, რაც ზემოხსენებული პოტენციური გარიგების რეალურობას, ნამდვილად ადასტურებს.

ინგლისის ნაკრებში 54 მატჩის ჩამტარებელ ჯონსონს, საკლუბო დონეზე სხვადასხვა დროს "ვესტ ჰემის", "მილუოლის", "ჩელსის" (2003-2007), "პორტსმუთისა" და "ლივერპულის" (2009-2015) ღირსება დაუცავს. 

 

მომზადებულია The Sun.co.uk-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები