დი მარციო:
Aa
Aa

დი მარციო: "2004 წელს მესი ჩელსიში გადადიოდა"

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო არგენტინელ სუპერვარსკვლავ ლიონელ მესიზე კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით 2004 წელს ლეოს "ჩელსიში" გადასვლა ჟოზე მოურინიოს გამო სურდა.

"2004 წელს "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნა. პორტუგალიელსა და მესის შორის ვრცელი საუბარი შედგა. ლიონელი "არისტოკრატებში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, რადგან მას მოურინიოსთან სურდა ფეხბურთის თამაში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც არგენტინელს "ბარსელონას" დატოვება მოუნდა. საბოლოოდ ფრენკ რაიკაარდმა ლეოს აზრი შეაცვლევინა." - განაცხადა დი მარციომ

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის "ბარსელონას" დატოვება მიმდინარე წელსაც სურდა, მაგრამ საბოლოო ჯამში 6 ოქროს ბურთის მფლობელი "ბლაუგრანაში" დარჩა.

მესიმ კატალონიელთა შემადგენლობაში 16 სეზონის განმავლობაში 766 მატჩში მიიღო მონაწიელობა და 646 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები