ოზილი განაცხადს მიღმა - მესუთი ევროპის ლიგაზე არ იქნება
Aa
Aa

ოზილი განაცხადს მიღმა - მესუთი ევროპის ლიგაზე არ იქნება

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ევროპის ლიგისთვის 25 კაციანი განაცხადი შეადგინა, რომელშიც თურქული ფესვების მქონე გერმანელისთვის ადგილი არ მოიძებნა. 

ბოლო პერიოდის განმავლობაში მესუთს თამაში საერთოდ აღარ უწევს და დღეს სიტუაციამ კულმინაციას მიაღწია. რამდენიმე კვირის წინ ესპანელმა სპეციალისტმა 31 წლის ფეხბურთელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იოზილმა ბევრი შეხვედრა გამოტოვა და შემადგენლობაში დაბრუნება ძალიან გაუჭირდება. 

"მესმის იმ ფეხბურთელების, რომლებსაც ბევრი სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. გუნდში 26-27 მოთამაშე მყავს და დამერწმუნეთ ჩემზე მეტად ეს არავის ანერვიულებს. ოზილმა ყველა შეხვედრა გამოტოვა და მისთვის შემადგენლობაში დაბრუნება ძალიან რთული იქნება. ამჟამად სხვა ფეხბურთელები ბევრად კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან." - განაცხადა მიკელმა

აღსანიშნავია, რომ გერმანელი ნახევარმცველი კვირაში ხელფასის სახით 454 000 დოლარს იღებს და მისი უთამაშებლობა რბილად რომ ვთქვათ ცოტა გასაკვირია. 

მესუთ ოზილი "არსენალში" 2013 წელს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის "რეალიდან" გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 254 შეხვედრა ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა.


 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები