ნაკრების ფეხბურთელი და ლეგიონერი - თბილისის დინამო გაძლიერდა
Aa
Aa

ნაკრების ფეხბურთელი და ლეგიონერი - თბილისის დინამო გაძლიერდა

საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" ფეისბუკ გვერდის მეშვეობით ვიგებთ, რომ კლუბმა ორი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. პირველი დავით სხირტლაძე გახლავთ, რომელსაც ნაკრების მაისურით 4 მატჩი აქვს ჩატარებული. 27 წლის ფეხბურთელის უკანასკნელი კლუბი პოლონური "არკა" გახლდათ. დავითმა "დინამოსთან" ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა.

???????? 27 წლის ფორვარდი დავით სხირტლაძე დინამოში ითამაშებს. სხირტლაძეს კარიერის დიდი ნაწილი დანიურ ორჰუსში აქვს გატარებული....

Posted by FC Dinamo Tbilisi on ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი, 2020

რაც შეეხება მეორე ფეხბურთელს, ის ესპანელი თავდამსხმელი კარლოს კასტრო არის. აღსანიშნავია, რომ 25 წლის შემტევი თბილისელებს მომავალი წლიდან შეუერთდება და კლუბში 2022 წლამდე დარჩება. კარლოსი ხიხონის "სპორტინგის" აღზრდილი გახლავთ. ესპანელს ლა ლიგაში 11 გოლი აქვს გატანილი. 

"დინამოს" ხელმძღვანელობამ თავდამსხმელების ყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც "კლაკსვიკთან" 6:1 განადგურდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ორივე ფეხბურთელი კლუბს გააძლიერებს. მორიგ შეხვედრას ჩისკოს შეგირდები 18 ოქტომბერს "ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამართავენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები