Aa
Aa

პირველი 1/2 ფინალი გაროსზე - შვარცმანმა ვიცე-ჩემპიონი ტიმი სახლში გაუშვა

„როლან გაროსის“ მიმდინარე გათამაშებას 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა მსოფლიოს მე-3 ჩოგანი და ტურნირის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, დომინიკ ტიმი. ავსტრიელმა დიეგო შვარცმანის წინააღმდეგობა ვერ დასძლია.

თამაში 5 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა და უაღრესად დაძაბული გამოდგა. პირველი პარტია შვარცმანმა ტაიბრეიკზე აიღო, თუმცა შემდეგი ორი სეტი რთულ ბრძოლაში ტიმმა დაიტოვა.

გარდამტეხი აღმოჩნდა მე-4 სეტი, რომელშიც შვარცმანმა ასევე ტაიბრეიკზე გაიმარჯვა, რასაც „დისაიდერში“ სრული დომინაცია და საბოლოო გამარჯვების მოპოვება მოჰყვა - 7:6; 5:7; 6:7; 7:6; 6:2.

ტიმმა ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „როლან გაროსის“ ორ ფინალში ითამაშა და ორივე რაფა ნადალთან დათმო, შვარცმანი კი ამ ტურნირის 1/2 ფინალურ ეტაპზე პირველად გავიდა.

არგენტინელის მეტოქე სწორედ ნადალი იქნება, რომელმაც ახალგაზრდა იტალიელი იანიკ სინერს 7:6; 6:4; 6:1 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები