Aa
Aa

WNBA-ის სეზონი სიეტლის ტრიუმფით დასრულდა

WNBA-ის სეზონი ოფიციალურად დასრულდა. ფინალურ სერიაში ერთმანეთს „სიეტლ სტორმი“ და „ლას ვეგას ეისისი“ დაუპირისპირდნენ და გამარჯვებულის გამოსავლენად მხოლოდ 3 მატჩი გახდა საჭირო.

სერიის მესამე და საბოლოო შეხვედრა გამთენიისას გაიმართა. „სიეტლმა“ მოწინააღმდეგე 92-59 გაანადგურა და სერიაში 3-0 იმარჯვა. „სტორმმა“ საჩემპიონო ბეჭდები ისტორიაში მეოთხედ, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ მოიპოვა.

ფინალური სერიის MVP ბრიენა სტიუარტი გახდა, რომელმაც გასული სეზონი აქილევსის მყესის ტრავმის გამო სრულად გამოტოვა. სტიურტმა სერიის პირველ შეხვედრაში 37 ქულა დააგროვა, მეორე მატჩში 22 ქულას დასჯერდა, ხოლო გადამწყვეტ დაპირისპირებაში 26 ქულით გამოირჩა. სტიუარტმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეორედ დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ WNBA-ის რიგით 24-ე სეზონის პლეიოფი ფლორიდაში მდებარე IMG Academy ჩატარდა და მოძრაობა Black Lives Matter-სა და ბრეონა ტეილორის ხსოვნას მიეძღვნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები