ტექნიკური ცაცია ბიჭი - ასე იწყებოდა რივალდოს კარიერა ბრაზილიაში
Aa Aa

ტექნიკური ცაცია ბიჭი - ასე იწყებოდა რივალდოს კარიერა ბრაზილიაში

1992 წლის აპრილში იტალიური წარმოება „პარმალატი“  სან პაულუს კლუბ „პალესტრა იტალიას“ სპონსორი გახდა. გუნდი 1914 წელს, აპენინებიდან ჩასულმა ხალხმა დააარსეს. ბრაზილიურ ფეხბურთში კალისო ტანცის შთამომავლობის მოსვლის შემდეგ „პალმეირასის“ აყვავების ხანა დაიწყო. კლუბმა ძლიერი ფეხბურთელები დაიმატა და მრავალი ტიტული მოიპოვა.

ოსვალდო ბრანდაომ „პალმეირასს“ სერია A ბოლოს 1973 წელს მოაგებინა, მას შემდეგ კი გუნდმა „ბრაზილეიროს“ საჩემპიონო ტიტული 1993 წელს მოიგო. ვანდერლეი ლუშემბურგოს გაწვრთნილმა გუნდმა გადამწყვეტ მატჩში ნელსონ დიდას ორჯერ გაუტანა, მისი „ვიტორია“ 2:0 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონობა ისტორიაში მეშვიდედ იზეიმა.

იმავე 1993 წელს, პაულისტას ლიგის ფინალის პირველ შეხვედრაში პალმეირასელები „კორინთიანსთან“ სტუმრად 0:1 დამარცხდნენ, საპასუხო თამაში კი უაღრესად დაძაბული და ძალიან უხეში გამოდგა - შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ფეხბურთელებს 4 წითელი ბარათი უჩვენა. საბოლოოდ, „პალმეირასმა“ 4:0 მოიგო და ტიტულიც დაისაკუთრა.

ბრაზილიის სერია A-ში „პალმეირასის“ მე-8 ჩემპიონობა დაკავშირებულია ბრაზილიური ფეხბურთის ტალანტთან და მომავალში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ რივალდოსთან...

1994 წელს, პაულისტას ლიგის 29-ე ტურში, ვანდერლეის შეგირდებმა „სანტო ანდრე“ გასვლაზე ევაირის გოლით დაამარცხეს და ტიტული ნაადრევად მოიპოვეს. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გუნდს 20 მოგება, 7 ფრე და 3 მარცხი ჰქონდა.

„პალმეირასში“ კოლუმბიელ ფორვარდ ფრედი რინკონს კარგი პერიოდი ედგა, მაგრამ აშშ-ში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ თავდამსხმელმა და ედილსონმა ბრაზილია დატოვეს და ევროპაში, შესაბამისად - „ნაპოლიში“ და „ბენფიკაში“ გადაბარგდნენ.

„პალმეირასი“ და ლუშემბურგო 1994 წლის სეზონის დაწყების წინ გაძლიერებაზე ფიქრობდნენ. არჩევანი კი „ვიტორიიდან“ ალექს ალვეშსა და რივალდო შორის იყო, რომელიც იმ პერიოდში იჯარის წესით „კორინთიანსში“ ასპარეზობდა.

განახლებულ სერია A-ში, რომელშიც 24 გუნდი მონაწილეობდა, ევაირი გოლების გატანას აგრძელებდა. მას ამ საქმეში ედმუნდო და რივალდო ეხმარებოდნენ. ამ უკანასკნელმა პირველი გოლი მესამე ტურში შეაგდო. იმ პერიოდში ახალგაზრდა შემტევს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი ქონდა გამართული და მექსიკასთან გამართულ ამახანაგურ შეხვედრაში სადებიუტო გოლიც გაიტანა.

“პალმეირასის“ ნახევარდაცვა გამორჩეული იყო. სამპაო, ტექნიკური ამარალი, 20 წლის ფლავიო კონსეისაო და 2 მსოფლიო ჩემპიონი - ზინიო და მაზინიო შემტევებს იმის საშუალებას აძლევდნენ, რომ ვანდერლეის ჩარჩოებიდან ამოსულიყვნენ და იმპროვიზაციით დაკავებულიყვნენ, რაც გუნდს გოლების გატანაში ეხმარებოდა, ხოლო ტრიბუნებზე გულშემატკივრები სიგიჟემდე მიჰყავდა.

ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 30 ოქტომებრს გაიმართა. „სან პაულოსთან“ შეხვედრა 2:2 დასრულდა, მაგრამ დაპირისპირება ჩხუბის გამო ბევრჯერ შეჩერდა, რა თმა უნდა, მთავარ როლში ედმუნდო გვევლინებოდა.

ტურნირის სტარტი ფეხბურთელებმა ჩააგდეს, მაგრამ მალევე გონს მოეგენ და ჯგუფიდან თავისუფლად გავიდნენ. ვალდერეი ლუშემბურგოს შეგირდებმა მეოთხედფინალური შეხვედრა „ბაიასთან“ გამართეს და ორივე მატჩი ერთანირი ანგარიშით 2:1 მოიგეს. გოლები რობერტო კარლოსმა, მაურილიომ, ევაირმა და სეზარ სამპაომ გაიტანეს.

ნახევრფინალსა და ფინალში რივალდომ გაიბრწყინა. „გუარანისთან“ 1/2 ფინალში ორი გოლი მიითვალა, ფინალის პირველ მატჩში, რომელიც „პალმეირასმა“ 3:1 მოიგო, დუბლი მიითვალა, სტუმრად გამართულ საპასუხო შეხვედრაში კი საბოლოო ანგარიში - 1:1 დააფიქსირა და საკუთარ გუნდს ჩემპიონობისკენ გზა გაუხსნა.

ფინალური დაპირისპირება კი მოსისხლე მტერ „კორინთიანსთან“ ნამდვილად ბრძოლად იქცა, მაგრამ 22 წლის რივალდომ მეტოქეს სამი გოლი შეუგდო და „ბრაზილიეროს“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დასაკუთრა. ახალგაზრდა რივალდომ  ქვეყნის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა. ასევე ის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს, რობერტო კარლოსთან, ევაირთან და კლებერთან ერთად. 1994 წლის სეზონში გუნდმა 31 შეხვედრა გამართა და მათგან 20 მოიგო. რივალდომ კი ჩემპიონატი 14 გატანალი გოლით დაასრულა.

„პალმეირასიდან“ ბრაზილიელი გაემგზავრა ესპანეთში, შემდეგ იტალიაში, საბერძნეთში, უზბეკეთსა და ანგოლაში, კარიერა კი სამშობლოში დაასრულა. ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო „მილანთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

გაზიარება: