Aa
Aa

"პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ" - სანჩომ ბოდიში მოიხადა

ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის წესების დარღვევისთვის ჯეიდონ სანჩო, ტამი აბრაჰამი და ბენ ჩილველი ინგლისის ნაკრებში არ გამოიძახეს. ამასთან დაკავშირებით "დორტმუნდის ბორუსიას" შემტევმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ბოდიში მოიხადა.

"ბოდიშს ვიხდი მთავრობის დადგენილი წესების დარღვევის გამო. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ არ ვიცოდი წვეულებაზე რამდენი ადამიანი იქნებოდა. პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ. წინსვლას გავაგრძელებ და ამ მაგალითზე ბევრ რამეს ვისწავლი." - განაცხადა სანჩომ

შეგახსენებთ, რომ "ჩელსისა" და "კრისტალ პალასის" მატჩის დასრულების შემდეგ, ტამი აბრაჰამმა საკუთარ სახლში წვეულება მოაწყო, სადაც ჯეიდონ სანჩო და ბენ ჩილველიც იმყოფებოდნენ. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ ინგლისის ნაკრების თავკაცი გარეთ საუთგეიტი გაბრაზდა და უელსთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის არცერთი მათგანი არ გამოიძახა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისში 6 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია და აბრაჰამის მიერ მოწყობილ წვეულებაზე 20 ადამიანზე მეტი იმყოფებოდა. ეს კი კორონავირუსის პროტოკოლის დარღვევაა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია საუთგეიტის აღშფოთება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები