Aa
Aa

დასჯა თუ გადადება? - იუვე-ნაპოლიზე ვერდიქტს უახლოეს დღეებში გამოიტანენ

იტალიური პრესის ინფორმაციით, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია „იუვენტუსი“-„ნაპოლის“ მატჩის გარშემო ფაქტებს გამოიძიებს და შეხვედრის ჩატარება-არჩატარებისა და ნეაპოლელთა დასჯის თაობაზე გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

აპენინებზე ზოგი გამოცემა ვარაუდობს, რომ „ნაპოლიმ“ ჩემპიონატის პროტოკოლი ბოლომდე არ დაიცვა და გუნდს ტურინში სათამაშოდ გამგზავრება შეეძლო, რისთვისაც, შესაძლოა, ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს.

მეორე მხრივ, არის ვარაუდი იმაზეც, რომ ნეაპოლელებმა სამედიცინო პროტოკოლით იხელმძღვანელეს და გუნდში გამოვლენილი ვირუსის 2 შემთხვევის შემდეგ ვითარებას სიფრთხილით მოეკიდნენ, რათა Covid-19-ის გავრცელება თავიდან აერიდებინათ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ თამაშზე გამოცხადდა და მეტოქის მასპინძლობისთვისაც მზად იყო. იტალიური პრესა უფრო მეტი ალბათობით ვარაუდობს, რომ ნეაპოლელებს ტექნიკური მარცხით დასჯიან. საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები