Aa
Aa

პარკეტის ნაწილი, რომელზეც კობიმ კარიერის ბოლო შეხვედრა ჩაატარა, 631 200 დოლარად გაიყიდა

Tmz Sports-ის ინფორმაციით, პარკეტის ნაწილი, რომელზეც ლეგენდარულმა კობი ბრაიანტმა „ლეიკერსის“ მაისურით თავისი ბოლო შეხვედრა ჩაატარა, აუქციონზე 631 200 აშშ დოლარად გაიყიდა.

ლოს-ანჯელესელთა მოედნის პარკეტის ნაწილზე 8 ნომერია გამოსახული, რომელიც „ლეიკერსის“ მეწამულ ფერში გახლავთ ჩასმული და მასზე კარიერის ბოლო მატჩის შემდეგ, „შავმა მამბამ“ თავისი ავტოგრაფი დატოვა.

Tmz Sports მყიდველის ვინაობას არ ასაჯაროვებს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კომპანია, რომელმაც აუქციონი მოაწყო, მიღებული თანხის 10 პროცენტს საქველმოქმედო ორგანიზაციას, Mamba and Mambacita Sports Foundation-ს გადაურიცხავს.

შეგახსენებთ, რომ კობი ბრაინტი კალათბურთიდან 2016 წლის 13 აპრილს, „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ წავიდა. „შავმა მამბამ“ კარიერის ბოლო შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა და აქტივში 60 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები