შეთანხმება შედგა - ალექს ტელეში
Aa
Aa

შეთანხმება შედგა - ალექს ტელეში "მანჩესტერ იუნაიტედში" ითამაშებს

"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ცდილობდა მარცხენა მცველის შეძენას. "წითელი ეშმაკები" სერხიო რეგილიონით ინტერესდებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ ესპანელი "ტოტენჰემში" აღმოჩნდა. 

დღეს კი Sky Sports ავრცელებს ინფორმაციას, რომ პორტოს უკანახაზელი ალექს ტელეში "იუნაიტედის" ღირსებას დაიცავს. ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება. "მანჩესტერის" ხელმძღვანელობამ ბრაზილიელში 20 მილიონი ევრო გადაიხადა.

27 წლის ფეხბურთელი "პორტოში" 2016 წლიდან ასპარეზობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან 194 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა. მარცხენა მცველისთვის ამ რაოდენობის გოლები ნამდვილად კარგი შედეგია.

რაც შეეხებათ "წითელ ეშმაკებს", მათ დაცვის მარცხენა ფლანგზე გამუდმებით პრობლემები აქვთ. ლუკ შოუ ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ხშირად ტანჯავს ტრავმები. ტელეშით კი კლუბი საგრძნობლად გაძლიერდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები