კობიაშვილი: ''კლუბების წარუმატებლობის გამო ფედერაციის კრიტიკა არასწორია''
Aa
Aa

კობიაშვილი: ''კლუბების წარუმატებლობის გამო ფედერაციის კრიტიკა არასწორია''

სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

ქართული კლუბების წარუმატებელი ევროსეზონის ფონზე სფფ-ის პრეზიდენტმა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის შესახებ ისაუბრა. კობიაშვილი აღნიშნავს, რომ ქართული კლუბების წარუმატებლობის შემდეგ ფედერაციის კრიტიკა არასწორია და შედეგზე პასუხისმგებელნი კლუბების ხელმძღვანელები არიან.

''ფეხბურთის განვითარების ფონდს აკონტროლებს ფეხბურთის განვითარების ფონდი.

თუ ვინმეს გონია, რომ ფონდის არარსებობის შემთხვევაში ეს თანხა არ დაიხარჯება, მათ უბრალოდ თემა არ იციან და წარმოდგენა არ აქვთ.

ვიდრე ფონდი შეიქმნებოდა, ეს თანხა მაშინაც იხარჯებოდა, მაგრამ უსამართლოდ ნაწილდებოდა, ახლა კი სამართლიაანდ ნაწილდება და თითოეული თეთრი რა მიმართულებით მიდის ყველასთვის ცნობილია.

ფონდი რომ არ იყოს, ეს თანხა მაინც დაიხარჯება სანამ ერთი მუნიციპალური გუნდი მაინც იქნება.

ფონდის შექმნით დაფინანსების ფორმა შეიცვალა. ფონდის შექმნამდე ქაოტური ვითარება იყო, დღეს კი ყველამ იცის რა თანხები იხარჯება. ეს თანხა კონტროლდება და ყველამ იცის თუ რა მიმართულებით იხარჯება.

როცა თბილისის ''ლოკომოტივმა'' რუმინეთის ვიცე-ჩემპიონი და შემდეგომში 80-მილიონიანი მოსკოვის ''დინამო'' დაამარცხა, ფედერაციას ვინმე ტაშკს უკრავდა და ამბობდნენ რა მაგარიაო? არა და არც უნდა თქვან, რადგან ეს არის კლუბი და კლუბის ხელმძღვანელები წარმართავენ კლუბის პოლიტიკას.

როცა ''ბარსელონა'' მიუნხენის ''ბაიერნთან'' განადგურდა, ქომაგები ვის აკრიტიკებდნენ, ''ბარსელონას'' თუ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას? ფეხბურთის ფედერაციას ფონდის მუშაობასთან კავშირი არ აქვს. ფონდი თავად იღებს გადაწყვეტილებებს. 

ფეხბურთის განვითარების ფონდი რომ არ იყოს, ეს თანხები მაინც დაიხარჯება, თუმცა თანხას კლუბები მუნიციპალიტეტებიდან მიიღებენ''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები