რუსი და ამერიკელი ჩოგბურთელი მატჩის ჩაწყობაში არიან ეჭვმიტანილნი
Aa
Aa

რუსი და ამერიკელი ჩოგბურთელი მატჩის ჩაწყობაში არიან ეჭვმიტანილნი

რუსი ჩოგბურთელი იანა სიზიკოვა და ამერიკელი მედისონ ბრეგლი ჩაწყობილ მატჩში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილნი. საქმე ეხება საფრანგეთში მიმდინარე როლან გაროსზე გამართულ ერთ შევედრას.

ხსენებულ საქმეს საჩოგბურთო ანტიკორუფციული ორგანიზაცია და საფრანგეთის პოლიცია ერთად იძიებენ.

ბუკმეიკერთა ყურადღება სეჭვო ფსონებმა მიიპყრო, რომელიც წყვილთა თანრიგში დაფიქსირდა. რუსი იანა სიზიკოვა ამერიკელ მედისონ ბრეგლთან ერთად 6:7, 4:6 დამარცხდა რუმინელთა დუეტთან (პატრიცია მარია და ანდრეა მიტუ).

საეჭვო ფსონები გაკეთდა იმაზე, რომ სიზიკოვა და ბრენგლი წააგებდნენ მეორე პარტიის მეხუთე გეიმს. ხსენებულ გეიმში სიზიკოვა აწვდიდა და რუსმა ჩოგბურთელმა 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. საბოლოოდ მან და მისმა ამერიკელმა მეწყვილემ გეიმი მშრალი ანგარიშით დათმეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობის ფსონი გაკეთა ამ დაპირისპირებაზე სხვადასხვა ტოტალიზატორებიდან. არსებული ინფორმაციით, თანხის ოდენობა სავარაუდოდ რამდენიმე ასეული ათასი ევროა.

გამოძიება მიმდინარეობს და მალე დადგინდება, თუ რამდენად იყვნენ ჩოგბურთელები ჩართულნი ამ სავარაუდო მანიპულაციაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები