იუვენტუსი - ნაპოლი გადაიდება? - ტურინელებს ეს არ სურთ
Aa
Aa

იუვენტუსი - ნაპოლი გადაიდება? - ტურინელებს ეს არ სურთ

იტალიაში კორონავირუსი კვლავ მძვინვარებს და საფეხბურთო სამყაროს პრობლემებს უქმნის. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტურინის "იუვენტუსის" სტაფის ორ წევრს კოვიდ ინფექცია დაუდგინდა, მაგრამ საბედნიეროდ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ტესტირების შემდეგ ყველაფერი რიგზე აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელთა ორ ფეხბურთელს ელიფ ელმასსა და პიოტრ ზელინსკის კორონავირუსი აქვთ. ერთი სიტყვით გუნდში არასახარბიელო სიტუაციაა და ხელმძღვანელობას ტურინში გაფრენა არ სურს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჯენარო გატუზოს სურს, რომ თამაში გადაიდოს, რადგან ის  თვლის, რომ არსებობს კოვიდ ინფექციის აფეთქების საშიშროება. 

საპირისპირო აზრი აქვთ ტურინელებს. "ბებერი ქალბატონის" ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ვეცნობით სიახლეს, რომ ისინი დღევანდელი მატჩისთვის მზად არიან და მინდორზე აუცილებლად გავლენ. იმ შემთხვევაში თუ "ნაპოლი" მატჩზე არ გამოცხადდება, გუნდს ტექნიკური წაგება 3:0 ჩაეთვლება. "უეფას" ახალი რეგულაციების მიხედვით კლუბს, რომელსაც 13 ჯანმრთელი ფეხბურთელი ჰყავს, ვალდებულია დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ "იუვენუტისისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება, დღეს თბილისის დროით 22:45-ზე არის ჩანიშნული. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება იტალიის სუპერ თასზე შედგა, სადაც ნეაპოლელებმა ტურინელები 1:0 დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები