KICKER: ჩუპო-მოტინგი ბაიერნში გადავა
Aa
Aa

KICKER: ჩუპო-მოტინგი ბაიერნში გადავა

გავლენიანი გერმანული გამოცემა "კიკერი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ კამერუნელი თავდამსხმელი ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი სათამაშოდ მიუნხენის "ბაიერნში" გადავა.

ცნობილია, რომ "რეკორდმაისტერს" რობერტ ლევანდოვსკის ნორმალური შემცვლელი არ ჰყავს და ხელმძღვანელობა სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე აქტიურად ცდილობს ახალი თავდამსხმელის შეძენას. "კიკერის" ინფორმაციით ჩუპო-მოტინგი სულ მალე გააფორმებს კონტრაქტს და გერმანიაში დაბრუნდება. 

რაც შეეხება კლუბის 19 წლის თავდამსხმელს ზირკზეს, მას სხვა გუნდში იჯარის წესით გაუშვებენ. "ბაიერნის" ბოსები ახალგაზრდა გერმანელს ვერ ანდობენ იმ გაუთვალისწინებელ სიტუაციას, რომელიც ლევანდოვსკის ტრავმის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას.

ჩუპო-მოტინგისთვის ბუნდესლიგა საკმაოდ ნაცნობი ჩემპიონატია. კამერუნელი სხვადასხვა წლებში "ჰამბურგში", "შალკეში" და "მაინცში" ასპარეზობდა. ამჟამად კი ის "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას იცავს.

31 წლის თავდამსხმელმა პარიზულ გრანდში ორი სეზონის განმავლობაში 51 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები