რუნი:
Aa
Aa

რუნი: "მე ამ 100 მილიონ ფუნტს ჰარი კეინის შესაძენად გამოვიყენებდი"

უეინ რუნიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ცდილობს გუნდი ჯეიდონ სანჩოს შეძენას.

„შრეკი“ თვლის, რომ „მანკუნიანელებმა“ ჰარი კეინის ტრანსფერზე უნდა იმუშაონ.

„ჯეიდონ სანჩო ექსტრა კლასის მოთამაშეა, თუმცა ჩემთვის უცნაურია, რომ ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნომერ პირველი სამიზნეა.

რატომ უნდა გადაიხადო ისეთ მოთამაშეში 100 მილიონი ფუნტი, რომლის მსგავსიც შემადგენლობაში უკვე გყავს? გუნდში უკვე არის რაშფორდი და მარსიალი. რა ბედი ელის გრინვუდს, თუ „იუნაიტედი“ სანჩოს გაიფორმებს? ის იგივე პოზიცაზე თამაშობს და ზუსტად მისი ასაკისაა.

მე ამ 100 მილიონ ფუნტს ჰარი კეინის შესაძენად გამოვიყენებდი. დიახ, „ტოტენჰემიდან“ მისი წამოყვანა რთული იქნება, შეუძლებელიც კი, მაგრამ „იუნაიტედი“ არის გუნდი, რომელიც მუდამ საუკეთესო ფეხბურთელების შეძენაზე უნდა ფიქრობდეს.

კეინი ზუსტად ის მოთამაშეა, ვინც სულშერს სჭირდება. ასევე ერლინგ ჰალანდი, რომელიც კლუბმა გასულ წელს ხელიდან გაუშვა.

კეინი, ჰალანდი და მაგალითად ვინმე ლევანდოვსკის მსგავსი, რაშფორდსა და მარსიალს მეტ სივრცესა და შესაძლებლობას მისცემდა. მათ არ მოუწევდათ გამუდმებით იმაზე ფიქრი, რომ გოლი აქვთ გასატანი.

ჩემთვის ასევე საინტერესო სანახავი იქნება „იუნაიტედის“ შემადგენლობა ალმასისებრი სქემით (რომბისებრი 4-4-2), სადაც ბრუნო ფერნანდეში მარსიალისა და რაშფორდის ზურგსუკან დადგებოდა. ისინი თავიანთ სისწრაფეს გამოიყენებდნენ, როგორც ამას სალაჰი და მანე აკეთებენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები