ბაიერნი ისევ ცდილობს - ოდოის ლონდონში დარჩენა სურს
Aa
Aa

ბაიერნი ისევ ცდილობს - ოდოის ლონდონში დარჩენა სურს

მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში აქტიურად იწერება "ჩელსის" ვინგერის კალუმ ჰადსონ-ოდოის "ბაიერნში" გადასვლასთან დაკავშირებით. მიუნხენებლმა "არისტოკრატებს" 1 წლიანი იჯარის შეთავაზება გაუკეთეს, ამას პლუს გამოსყიდვის უფლება.

იქიდან გამომდინარე, რომ "ჩელსიში" მრავლად მოიყარეს თავი შემტევებმა, ოდოის ადგილი თითქმის აღარ არის და კლუბი ინგლისელის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სულ სხვა ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით ახალგაზრდა შემტევი საკუთარ გუნდში ბედნიერია და არანაირი შეთანხმება არ არსებობს. "რეკორდმაისტერის" შეთავაზება სიმართლეა, მაგრამ ლონდონელებს და თავად ფეხბურთელს არანაირი თანხმობა არ განუცხადებიათ.

შეგახსენებთ, რომ ჰადსონ-ოდოი "ლურჯების" აღზრდილი გახლავთ. 2007 წელს კალუმი "არისტოკრატების" აკადემიაში ჩაირიცხა და 10 წლის მანძილზე სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში გამოდიოდა. 2017-ში კი ის დააწინაურეს და მთავარ გუნდში მიიწვიეს სათამაშოდ.

19 წლის ინგლისელმა პრემიერ ლიგაში 66 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. "ჩელსის" ხელმძღვანელობა მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები