რის გამო მოუხადა ბოდიში
Aa
Aa

რის გამო მოუხადა ბოდიში "იბრამ" "მანჩესტერის" გულშემატკივრებს?!

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გასულ ტურში მიღებული ყვითელი ბარათის გამო, "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგებს, ბოდიში მოუხადა. 

"მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენი გუნდის ფანებს მიღებული დისკვალიფიკაციის გამო, რომლის გამოც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრის გამოტოვება მომიწევს. თამაში ძალიან მინდოდა, თუმცა მჯერა თანაგუნდელების და ვფიქრობ, ისინი ჩემ გარეშეც კარგად ითამაშებენ".

"ეს ფეხბურთია, რომელსაც ჩემებურად ვთამაშობ და წარმოუდგენელია ბრძოლაში არ შევიდე და ბოლომდე არ დავიხარჯო. ამის გამო კი, შესაძლოა ყვითელი ბარათიც მიიღო". 

"სიმართლე გითხრათ არ ვიცი რატომ მომცა მსაჯმა გაფრთხილება. იმ დროს უბრალოდ დაღლილი ვიყავი და მისთვის არ მომისმენია". 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" ლონდონის "არსენალს" შეერკინება.

მატჩი 19 ნოემბერს 16:30 საათზე დაიწყება. 

 

მომზადებულია sports.yahoo.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები