Covid-19 იუვენტუსში - ორი ახალი ინფიცირებული
Aa
Aa

Covid-19 იუვენტუსში - ორი ახალი ინფიცირებული

ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალური ვებ-საიტი იუწყება, რომ გუნდში ორი ახალი კორონავირუსის შემთხვევაა. საბედნიეროდ ვირუსი ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბის წევრებს არ აქვთ. საქმე ეხება კლუბში მომუშავე პერსონალს, რომელთა ვინაობის გაჟღერებაც "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ არ ისურვა.

ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ პროტოკოლის თანახმად ამ მომენტისთვის კლუბის ყველა ფეხბურთელი და მომუშავე პერსონალი იზოლაციაში არიან გადაყვანილი და კორონავირუსზე ტესტს იტარებენ. 

შეგახსენებთ, რომ ხვალ თბილისის დროით 22:45-ზე "ბებერი ქალბატონი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ კოვიდ ინფექცია, ნეაპოლელთა ორ ფეხბურთელს აქვს. ესენი არიან - ელიფ ელმასი და პიოტრ ზელინსკი.

ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა დავირუსებულ თანამშრომლებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები