მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილება და სამტრედიას გამარჯვება გორის დილასთან
Aa
Aa

მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილება და სამტრედიას გამარჯვება გორის დილასთან

''სამტრედიას'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი მიქაძის დებიუტი წარმატებული გამოვიდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ''სამტრედიამ'' ''ეროსი მანჯგალაძეზე'' დავით თარგამაძის ერთადერთი გოლით გორის ''დილა'' დაამარცხა.

თარგამაძემ გოლი 54-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, თუმცა მსაჯმა ძალიან საეჭვო ვითარებაში მიიღო პენალტის დანიშვნის გადაწყვეტილება. მოცემული რაკურსისთ გადაჭრით თქმა რთულია, თუმცა გორის ''დილას'' მცველი დავით მაისაშვილი ბურთზე თამაშობს, მასპინძელთა შემტევ იმნაძეს ასწრებს და ფეხბურთელებს შორის კონტაქტი ბურთთან შეხების შემდეგ ფიქსირდება. შესაძლოა, პენალტი იყო, თუმცა მოცემული რაკურსით მთავარმა მსაჯმა პაპუნა მაჭარაძემ ძალიან საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო.

მატჩის მთავარი მსაჯის, პაპუნა მაჭარაძის გადაწყვეტილების გამო გორის ''დილას'' მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე ძალიან გაბრაზდა და მსაჯთან კამათის გამო წითელი ბარათი მიიღო.

ამ გამარჯვებით ''სამტრედიამ'' კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. იმერული გუნდის ანგარიშზე 12 ქულაა და მე-9 საფეხურზე მყოფ თბილისის ''მერანს'' 7 ქულით უსწრებს. ''სამტრედიას'' მსგავსად 12 ქულაა ქუთაისის ''ტორპედოს'' ანგარიშზე, რომელიც მე-7 ადგილს იკავებს.

გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა გორის ''დილამ'' მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი დათმო. გორული კლუბი 20 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ ბათუმის ''დინამოს'' 3 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები