Aa
Aa

"ნელს და ზარმაცს მეძახდნენ" - ლუკაკუ მანჩესტერულ კარიერაზე

2017 წელს რომელუ ლუკაკუ, "ევერტონიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" 84 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ბელგიელი ფეხბურთელი "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია, მაგრამ სამწუხაროდ მან გულშემატკივრების იმედები ვერ გაამართლა და 2019 წელს "ინტერში" გადაბარგდა. 

ლუკაკუმ "თაიმსთან" მის მანჩესტერულ კარიერაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მუდმივი სტრესის ქვეშ იყო.

""იუნაიტედში" ასპარეზობისას მე ნელს და ზარმაცს მეძახდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ სწრაფად სირბილი არ შემეძლო. გასახდელში ყველაზე ცუდ სპორტსმენად მთვლიდნენ. ყველა ხედავს როგორ ვთამაშობ "ინტერში" და არავინ ინტერესდება იმ მიზეზებით, თუ რატომ არ გამომდიოდა არაფერი "ეშმაკებში." მე მუდმივი სტრესის ქვეშ მიწევდა ყოფნა.

თუ ახლა ისინი მე მიყურებენ, დაინახავენ სულ სხვა ლუკაკუს. ახლა სრულიად ჩამოყალიბებული პიროვნება ვარ და პოტენციალს მთლიანად ვიყენებ. იმედი მაქვს ყველა ხედავს, რისი გაკეთება შემეძლო ინგლისში.

მეძახდნენ ნელს! მე ნელი ვარ? გაიხსენეთ ჩემი გაქცევა "სევილიასთან" და მოპოვებული პენალტი. ამას ნელი მოთამაშე ვერ გააკეთებდა.

ინგლისში არავის აინტერესებდა რა მჭირდა და რა პრობლემები მქონდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის და "ნერაძურიში" ბედნიერი ვარ. ჩემი მანჩესტერული კარიერა, ცხოვრების ყველაზე ცუდი ეტაპია" - განაცხადა ლუკაკუმ

როგორც უკვე მოგახსენეთ ბელგიელი ფეხბურთელი "ინტერს" 2019 წელს შეუერთდა. იტალიელებმა მასში 74 მილიონი ევრო გადაიხადეს. დღემდე რომელუმ "ნერაძურის" მაისურით 53 შეხვედრა ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა, რაც სერია ა-ს დაცვითი ფეხბურთის ფონზე, ნამდვილად კარგი შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები