Aa
Aa

"ისინი ჩემზე უკეთესები არიან" - ჰოლანდმა შვიდეული დაასახელა

მსოფლიოს ერთ-ერთმა გამორჩეულმა ამომავალმა ვარსკვლავმა ერლინგ ჰოლანდმა, ნორვეგიულ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა. ერლინგმა დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც მისი აზრით, მასზე უკეთესები არიან. უცნაურია, რომ სიაში ლიონელ მესი ვერ მოხვდა.

ჩამონათვალი ასეთი გახლავთ:

 1. კრიშტიანუ რონალდუ

 2. სერხიო აგუერო

 3. ჰარი კეინი

 4. რობერტო ფირმინო

 5. პიერ-ემერიკ ობამეიანგი

 6. ტიმო ვერნერი

 7. რობერტ ლევანდოვსკი

ცნობილია, რომ ჰოლანდის კუმირი კრიშტიანუ რონალდუ გახლავთ და არსებობს ვარაუდი, რომ მას მესის მიმართ გარკვეული ანტიპატია აქვს. 

20 წლის ფეხბურთელი "დორტმუნდის" ბორუსიას 2020 წლის იანვარში შეუერთდა. ნორვეგიელმა პირველივე სეზონში გაიბრწყინა და გულშემატკივრების გულები მოიგო. ჰოლანდმა 18 ჩატარებულ შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ერლინგს 4 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები