სუარესი
Aa
Aa

სუარესი "ბარსასთან" გაახანგრძლივებს

"ბარსელონას" ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი, კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

თუკი ჩვენ ესპანელ კოლეგებს დავუჯერებთ, ამ ეტაპზე მოლაპარაკება მხოლოდ ფორმალურ დეტალებზე მიდის და სხვადასხვა წვრილ-წვრილ საკითხებთან ერთად, მხარეები იმაზე მსჯელობენ ახალი კონტრაქტი 2 წლიანი იყოს თუ სამიანი.

ამჟამინდელი ხელშეკრულებით, სუარესი "ნოუ კამპზე" 2019 წლის ივნისამდე დარჩება, ხოლო ახალი კონტრაქტის მიხედვით 2021 ან 2022 წლამდე. 

ამ უკანასკნელ კითხვაზე, პასუხი უახლოეს დღეებში გვეცოდინება. 

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები