ლივერპული მანეს გარეშე: აფრიკელს კორონავირუსი დაუდასტურდა
Aa
Aa

ლივერპული მანეს გარეშე: აფრიკელს კორონავირუსი დაუდასტურდა

''ლივერპულის'' სენეგალელ შემტევს, სადიო მანეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას მერსისაიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

სავარაუდოდ, 28 წლის ფეხბურთელი იურგენ კლოპის გუნდს მხოლოდ ერთ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. 4 ოქტომბერს პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში ''ლივერპული'' სტუმრად ''ასტონ ვილას'' დაუპირისპირდება, რის შემდეგაც ''ლივერპული'' მომდევნო შეხვედრას 17 ოქტომბერს ''ევერტონთან'' სტუმრად ჩაატარებს. დიდი ალბათობით მანე მერსისაიდულ დერბიში მონაწილეობას მიიღებს.

''ლივერპულის'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით სადიო მანე თვითიზოლაციაშია და ექიმების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს. აფრიკელი მოთამაშე თავს კარგად გრძნობს. 

მანე ინგლისის ჩემპიონისთვის დიდი დანაკლისია. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის 3 მატჩში 3 გოლი შეაგდო.

შეგახსენებთ, მანეს მსგავსად ''ლივერპულის'' კიდევ ერთი ფეხბურთელი, გუნდის ახალწვეული ტიაგო ალკანტარაა ინფიცირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები