დინამოსა და საბურთალოს მატჩი გადაიდო - მიზეზი საქართველოსა და ბელარუსის შეხვედრაა
Aa
Aa

დინამოსა და საბურთალოს მატჩი გადაიდო - მიზეზი საქართველოსა და ბელარუსის შეხვედრაა

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-12 ტურის შეხვედრა, რომელშიც დინამო არენაზე ერთმანეთს „დინამო“ და „საბურთალო“ უნდა შეხვედროდნენ, გადაიდო. Crystalbet ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, მატჩი 23 ოქტომბერს ჩატარდება.

Crystalsport-ის ინფორმაციით, შეხვედრის გადადების მიზეზი ბელარუსსა და საქართველოს შორის გასამართ დაპირისპირებას უკავშირდება. „დინამოსა“ და „საბურთალოს“ ჯახი 4 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 4 დღეში კი ერთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩია ჩანიშნული. გამომდინარე აქედან, მოედნის საფარის კარგი ხარისხის შენარჩუნება გადაწყდა და თბილისური დერბი 23 ოქტომბერს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამოს“ 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს. „საბურთალოს“ ანგარიშზე კი 20 ქულაა და „დილასთან“ მესამე-მეოთხე ადგილს იყოფს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები