რონალდო:
Aa
Aa

რონალდო: "ოქროს ბურთს" მესიზე მეტად კრიშტიანუ იმსახურებს"!

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ, "ოქროს ბურთის" კანდიდატებზე და მათ შანსებზე ისაუბრა. 

"ამ სეზონში ჩემი არჩევანი კრიშტიანუა. მოგებული ტიტულების მიხედვით მას ბევრად უკეთესი წელი ჰქონდა, ვიდრე მესის. ეს კი ნიშნავს, რომ პორტუგალიელმა ეს ჯილდო, არგენტინელზე მეტად დაიმსახურა". 

ამის შემდეგ მან 31 წლის ფეხბურთელის სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრა.

"ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ რონალდუ კარიერას "რეალში" დაასრულებს, ხოლო ამის შემდეგ გუნდში რაიმე თანამდებობაზე დანიშნავენ. ის ამას იმსახურებს". - განაცხადა "კიჭამ" Claro Sports-თან საუბრისას. 

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები