ოთხი ქართველი მორაგბე რუსეთის ნაკრებში
Aa
Aa

ოთხი ქართველი მორაგბე რუსეთის ნაკრებში

რუსეთის რაგბის ნაკრების მწვრთნელმა ლინ ჯონსმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ინფორმაციას რუსეთის რაგბის ფედერაცია ავრცელებს.

„დათვები“ საქართველოში ჩამოსვლამდე შეკრებას თურქეთში გაივლიან.

ბელეკიდან დაბრუნებულები 24 ოქტომბერს მოსკოვში ამხანაგურ შეხვედრას „ცსკასთან“ გამართავენ,ხოლო 25 ოქტომბერს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია,რომ რუსეთის გაფართოებულ შემადგენლობაში 4 ქართველი მორაგბეა. 

64 მორაგბეში  ნიკოლოზ კაზალიკაშვილი („სტრელა“ რუსეთი), გიორგი როყვა („სტად ბაჟნერე“ საფრანგეთი), საბა გაბუნია („ბაგრატი“ საქართველო) და შაკო ოდიშარია („ავენი კასტანი“ საფრანგეთი) მოხვდნენ.

„ბორჯღალოსნებისა“ და „დათვების“ შეხვედრა 1 ნოემბერს თბილისში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები