დესტმა ბარსელონაში სამედიცინო შემოწმება გაიარა - ტრანსფერი დღეს არ გაოფიციალურდება
Aa
Aa

დესტმა ბარსელონაში სამედიცინო შემოწმება გაიარა - ტრანსფერი დღეს არ გაოფიციალურდება

გავლენიანი ესპანური გამოცემები, Mundo Deportivo, Marca და Sport იტყობინებიან, რომ სერჟინიო დესტი ბარსელონაში ჩავიდა და „ბლაუგრანაში“ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

19 წლის მოთამაშემ გამოკვლევა ბარსელონას საავადმყოფოში ჩაიტარა და უახლოეს პერიოდში კატალონიური გრანდის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. Marca-სა და Mundo Deportivo-ს მიხედვით, კლუბები დოკუმენტებს ამზადებენ და „ბარსა“ დესტს ოფიციალურად ხვალ ან ზეგ წარადგენს.

ცნობილია, რომ „ბლაუგრანა“ „აიაქსს“ 20 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაუხდის და დესტს 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. Sport-ის თანახმად, ახალგაზრდა ამერიკელის გადაბირების მთავარი ინიციატორი რონალდ კუმანი გახლდათ და ნიდერლანდელი მას ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებს.

დესტი „აიაქსის“ აკადემიაში 2018 წელს ჩაირიცხა და პირველი სეზონი მეორე გუნდში გაატარა. 2019-ში ამერიკელი მთავარ გუნდში მოგვევლინა, სადაც მან 35 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები