ასტონ ვილამ ჩელსისგან როს ბარკლი ინათხოვრა - ინგლისელი ვილა პარკზე სეზონის ბოლომდე დარჩება
Aa
Aa

ასტონ ვილამ ჩელსისგან როს ბარკლი ინათხოვრა - ინგლისელი ვილა პარკზე სეზონის ბოლომდე დარჩება

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი, როს ბარკლი დროებით „ასტონ ვილას“ რიგებში იასპარეზებს. ბირმინგემულმა კლუბმა ინგლისელი ნახევარმცველი იჯარის წესით გაიფორმა და მასთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითანამშრომლებს.

„ბარკლის დონის ფეხბურთელის დამატება ჩვენი კლუბისთვის გადატრიალებაა. დარწმუნებული ვარ, რომ როსი ასტონ ვილაში წარმატებას მიაღწევს და ჩვენს კლუბს გააძლიერებს“, - განაცხადა ბირმინგემელთა თავკაცმა, დინ სმიტმა.

შეგახსენებთ, რომ ბარკლი „არისტოკრატების“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან „ლურჯების“ მაისურით მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი შეაგდო. ბრიტანულ პრესაში ბარკლის გარდა, „ასტონ ვილას“ რუბენ ლოფტუს-ჩიკსაც უკავშირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, ბირმინგემელებმა არჩევანი 26 წლის ფეხბურთელზე შეაჩერეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები