თვის ფეხბურთელი - კვარაცხელია კანდიდატებშია
Aa
Aa

თვის ფეხბურთელი - კვარაცხელია კანდიდატებშია

რუსეთის პრემიერ ლიგამ სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ნომინანტები დაასახელა. რჩეულთა შორის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

19 წლის შემტევი კონკურენციას არტიომ ძიუბას („ზენიტი“), გილერმეს („ლოკომოტივი“), კრისტიან ნობოასა („სოჭი“) და აირტონს („სპარტაკი“) გაუწევს. საუკეთესო ფეხბურთელს რუსეთის პრემიერ ლიგისა და МАТЧ ПРЕМЬЕР-ის ექსპერტები და გულშემატკივრები გამოავლენენ. ქომაგებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სოციალურ ქსელ Vk.com-ის მეშვეობით შეეძლებათ.

„რუბინმა“ კვარაცხელიას კარგი თამაშის წყალობით სექტემბერში 9-დან 6 ქულა აიღო. „დინამოსთან“ და „როტორთან“ მოგებულ შეხვედრაში ხვიჩამ პენალტები გამოიმუშავა. ვოლგოგრადულ კლუბთან გამართულ მატჩში კი მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატში გოლი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეაგდო. მან 15-მატჩიანი უგოლო სერია დაასრულა. ქართველი ტალანტი გოლის გატანას 1366 წუთი ვერ ახერხებდა, თუმცა „როტორთან“ შეხვედრაში არასასიამოვნო სერია შეწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები