Aa
Aa

„ბუნებრივმა მოთხოვნილებამ თავისი ქნა" - დაიერმა გუშინდელ უცნაურ მომენტზე ისაუბრა

კარაბაოს თასზე, „ჩელსისა“ და „ტოტენჰემს“ შორის გამართულ შეხვედრაში კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა. მატჩის 77-ე წუთზე ერიკ დაიერმა მოედანი დატოვა და გასახდელისკენ გაემართა.

მაყურებელთა ნაწილს ეგონა, რომ ჟოზე მოურინიომ ინგლისელი ფეხბურთელი შეცვალა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად იყო. პორტუგალიელი სპეციალისტი მდგომარეობის გასარკვევად გასახდელში შევიდა და საპირფარეშოში მყოფი დაიერი აღმოაჩინა.

მატჩის შემდეგ, ინგლისელმა ფეხბურთელმა Sky Sports-თან კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „მოურინიო უკმაყოფილო იყო, მაგრამ ვერაფერს ვიზამდი. ბუნებრივმა მოთხოვნილებამ თავისი ქნა... გავიგე, რომ მოედანზე ჩემი არყოფნის დროს ჩელსის მომენტი ჰქონდა და მიხარია მათ გოლი რომ ვერ გაიტანეს“.

ბრიტანულ გამოცემასთან საუბრისას მომხდარს ჟოზე მოურინიოც გამოეხმაურა და აღნიშნა: „დაიერს სხვა გზა არ ჰქონდა. მას მოედანი აუცილებლად უნდა დაეტოვებინა. შესაძლოა, ეს ნორმალურია, როცა დეჰიდრირებული ხარ. ვიცოდი, რომ მოედნიდან უნდა გასულიყო, მაგრამ მასზე ზეწოლის განხორციელება მომიწია, რათა დაბრუნებულიყო. ერიკი ყველასთვის მისაბაძი მაგალითია“.

„ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩის ძირითადი ფრედ, 1-1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი გამარჯვება „დეზებმა“ მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მოურინიოს გუნდის მხრიდან პირველი თერთმეტმეტრიანი სწორედ ერიკ დაიერმა გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები