Aa
Aa

"მე მხოლოდ ადამიანი ვარ" - ჰამილტონმა საზოგადოებას მოუბოდიშა

რუსეთის გრან-პრიზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ლუის ჰამილტონმა სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა და საზოგადოებას მოუბოდიშა. როგორც ვიცით, ინგლისელმა პილოტმა რბოლის მიმდინარეობისას ორი 5-5 წამიანი ჯარიმა მიიღო და მხოლოდ მე-3 ადგილს დასჯერდა, რის შემდეგაც მისი დაჯარიმების გადაწყვეტილებას სასაცილო უწოდა.

„შესაძლოა, ყველა კრიზისულ ვითარებას ისე ვერ ვუმკლავდები, როგორც საჭიროა და ყოველთვის ისეთი რეაქცია არ მაქვს, როგორიც თქვენ გსურთ. დაძაბულობა მაღალია, მე კი მხოლოდ ის ადამიანი ვარ, რომელიც საყვარელ საქმეს გულით აკეთებს.

ვსწავლობ და ვიზრდები ყოველდღიურად და თითოეული მომენტისგან გაკვეთილს ვიღებ, რაც მომავალში მსგავს ვითარებასთან უკეთესად გამკლავებაში მეხმარება. მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც მხარს მიჭერთ და ჩემთან ერთად ბრძოლას აგრძელებთ. ჩვენ ჯერ კიდევ ვიზრდებით“.

რუსეთის გრან-პრიზე ვალტერი ბოტასიმ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი მაქს ფერსტაპენი გავიდა. ამის მიუხედავად, სეზონის საერთო ჩათვლაში ჰამილტონი დიდი უპირატესობით ლიდერობს. მას 205 ქულა აქვს და მეორეადგილოსან იმავე ბოტასის 44 ქულით უსწრებს. 2020 წლის სეზონის დასრულებამდე 7 რბოლა რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები