ტიაგო ალკანტარას კორონავირუსი დაუდგინდა
Aa
Aa

ტიაგო ალკანტარას კორონავირუსი დაუდგინდა

„ლივერპულმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გუნდის ახალწვეულს, ტიაგო ალკანტარას კორონავირუსი დაუდასტურდა. „წითლებმა“ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნეს და საფეხბურთო სამყაროს ესპანელი ნახევარმცველის დიაგნოზის შესახებ აუწყეს.

„ტიაგო ალკანტარას Covid-19 დაუდგინდა და თვითიზოლაციაში იმყოფება. კლუბი კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ პროტოკოლს აქამდეც მიყვებოდა და ამას მომავალშიც გააგრძელებს. ალკანტარა კი თვითიზოლაციაში მანამ დარჩება, სანამ ეს საჭირო იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ალკანტარამ „ლივერპულს“ „ბაიერნიდან“ მიაშურა. „წითლებმა“ მის სანაცვლად პირველ ეტაპზე 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს და ეს თანხა 27 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები