Daily Mail - რეალმა მანჩესტერს ლუკა იოვიჩის იჯარით გადაყვანა შესთავაზა
Aa
Aa

Daily Mail - რეალმა მანჩესტერს ლუკა იოვიჩის იჯარით გადაყვანა შესთავაზა

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, Daily Mail ირწმუნება, რომ მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ლუკა იოვიჩის იჯარის წესით გადაყვანა შესთავაზა.

„წითელი ეშმაკების“ მთავარი სამიზნე კვლავინდებურად ჯეიდონ სანჩოა, თუმცა „დორტმუნდი“ ინგლისელი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს და „ოლდ ტრაფორდელები“ შეტევის გასაძლიერებლად სხვა ვარიანტებს ეძებენ.

Daily Mail-ის ცნობით, ზინედინ ზიდანი მზადაა, სერბ ფეხბურთელს შეელიოს და „ბლანკოსმა“ იგი „მანჩესტერის“ გარდა სხვა ევროპულ კლუბებსაც შესთავაზა. „იუნაიტედის“ პოზიცია უცნობია, თუმცა „ნისლიან ალბიონზე“ იოვიჩის „ოცნებათა თეატრზე“ გადასვლის შანსებს დადებითად აფასებენ.

იოვიჩი „სამეფო კლუბს“ გასულ ზაფხულს 55 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა. „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში მან თავის დამკვიდრება ტრავმების გამო ვერ მოახერხა და „სამეფო კლუბის“ მაისურით ჩატარებულ 28 შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები