„ავტობუსს არ იმსახურებთ
Aa
Aa

„ავტობუსს არ იმსახურებთ" - პორტუგალიური კლუბის პრეზიდენტმა გუნდს მარცხი არ აპატია

პორტუგალიის რანგით მესამე დივიზიონში, Campeonato de Portugal-ში მოასპარეზე კლუბი, „ლუშიტანია“ საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. საქმე პორტუგალიის თასის ეგიდით გამართულ შეხვედრას ეხება, რომელიც ლურუსაში დაარსებულმა კლუბის „სან ჟოაუ დე ვერთან“ 1-0 წააგო.

„ლუშიტანიას“ პრეზიდენტი, უგო მენდეში მარცხმა განარისხა და ბრძანება გასცა, რომ გუნდის ავტობუსი ბაზაზე ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბის წევრებისა და ტექნიკური პერსონალის გარეშე დაბრუნებულიყო. მენდეშის მიხედვით, ისინი ავტობუსით მგზავრობის ღირსები არ იყვნენ.

კლუბის პირველი პირის ბრძანება შესრულდა, რის შემდეგაც „ლუშიტანიას“ წარმომადგენლები ლურუსაში ფეხით დაბრუნდნენ. მათ ზურგჩანთებით საკუთარი ეკიპირების წამოღება მოუწიათ და ფეხით დაახლოებით 5 კილომეტრი გაიარეს.

ცნობისთვის, „ლუშიტანია“ პორტუგალიის რანგით მესამე დივიზიონის D ჯგუფში გამოდის და გათამაშების პირველ ტურში სამი ქულის აღებაც მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები