ქინქლაძემ გვილია შეაქო
Aa
Aa

ქინქლაძემ გვილია შეაქო

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, გიორგი ქინქლაძემ, "ჯვაროსანთა" ახალწვეულის ვაკო გვილიას შესახებ ისაუბრა. 

"სხვათა შორის, იმ წამსვე ვიკითხე, დაწვრილებით მითხარით, ვინ არის ეს ბიჭი-მეთქი... ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. აშკარად კარგი საყრდენი ნახევარმცველია." - აღნიშნული კომენტარი ვალერიან გვილიას "ფეისბუქის" პირად და საზოგადო გვერდზე გავრცელდა. 

შეგახსენებთ, რომ 22 წლის გვილიას დებიუტი ეროვნულ გუნდში 7 ოქტომბერს, ირლანდიასთან შეხვედრისას შედგა, 3 დღის შემდეგ კი, მან უკვე უელსის წინააღმდეგ ითამაშა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები