Aa
Aa

"ნაპოლიმ" კულიბალის წარმოუდგენლად მაღალი ფასი დაადო

ბოლო რამდენიმე სეზონია, "ნაპოლის" ცენტრალური მცველი კალიდუ კულიბალი თამაშს საგრძნობლად აუმჯობესებს. შესაბამისად, ფეხბურთელმა არაერთი წამყვანი ევროპული კლუბის ყურადღებაც მიიქცია. დღეს კი გაირკვა, რომ მის შესაძენად მსურველს "ნაპოლისთვის" 67 მილიონ ევროს გადახდა მოუწევს. აღნიშნული ინფორმაცია "ევერტონის" მფლობელმა დაადასტურა, რომელიც კულიბალის შეძენით უკვე დიდი ხანია რაც დაინტერესებულია.

"ჩვენ ფეხბურთელის შეძენას უკვე დიდი ხანია ვცდილობთ. "ნაპოლიმ" კი, კულიბალის სანაცვლოდ 67 მილიონი მოითხოვა. ვფიქრობ, ეს ფასი რეალობას არ შეესაბამება. "ნეაპოლელებმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ დიდი თანხა მოითხოვეს" - განაცხადა "ევერტონის" მფლობელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები