გარი ლინეკერის უცნაური შეფასება - ინგლისელი ვიდეო რეფერის აკრიტიკებს
Aa
Aa

გარი ლინეკერის უცნაური შეფასება - ინგლისელი ვიდეო რეფერის აკრიტიკებს

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში კარლო ანჩელოტის "ევერტონი" სტუმრად "კრისტალ პალასს" შეხვდა და 1:2 დაამარცხა. მეორე გოლი ბრაზილიელმა რიჩარლისონმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. 

ერთი შეხედვით ამ სიტუაციაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, მაგრამ ყოფილი ფეხბურთელი გარი ლინეკერი სიტუაციას სხვანაირად და მძაფრად აღიქვამს. მისი აზრით ვიდეო რეფერის სისტემა ისევ შეცდა და პენალტი დასანიშნი არ იყო. ეს ყოველივე კი სასაცილოა.

თითქოს მსაჯებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ჯოელ ვარდს ბურთი ნამდვილად ხელის მტევანში მოხვდა. ამის შემდეგ კი ბურთმა მიმართულება შეიცვალა. წესების თანახმად ეს პენალტია.

ცნობილია, რომ ლინეკერს "ვარ" სისტემა გულზე არ ეხატება და მისგან ხშირად გვესმის კრიტიკა, მაგრამ ამ კონკრეტულ ეპიზოდში გარის შეფასება ყოვლად უსაფუძვლო ჩანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები