სიმეონე:
Aa
Aa

სიმეონე: "ეჭვგარეშეა, რომ სუარესის მოსვლა ჩვენ წისვლას ხელს შეუწყობს"

დიეგო სიმეონემ ლუის სუარესის ტრანსფერის შემდეგ პრესასთან პირველად ისაუბრა.

„ჩოლომ“ „ელ პისტოლეროს“ პლუსებს გაუსვა ხაზი და გუნდის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა:

„ეჭვგარეშეა, რომ სუარესის მოსვლა ჩვენ წისვლას ხელს შეუწყობს. მისი შესაძლებლობები მოგვცემს ძალას, რათა ვიბრძოლოთ უმაღლესი მიზნებისთვის. იმედი მაქვს, იგი ისეთივე შედეგიანი იქნება, როგორიც „ბარსელონაში“ იყო.

ენთუზიზმით აღსავსენი ვართ და გვსურს, სუარესმა ადაპტაცია რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს.

სუარესის შესახებ ყველაფერი ვიცით. როგორც თამაშობს ის, როგორ მოქმედებს მის ზონაში. მორატას წასვლის შემდეგ, ჩვენ მისი შეცვლის იდეალურ ვარიანტს მივაგენით.

როდესაც სუარესზე ვსაუბრობთ, ციფრები ყველაფერზე მეტყველებენ. თავიდან ჩვენ გვყავდა ძალიან კარგი ფალკაო, დიეგო კოშტა და გრიზმანი. ჩვენ ახლოს ვიყავით, რომ ყველაფრისთვის ბოლომდე გვებრძოლა.

იმედი მაქვს, რომ კოშტასთან ერთად, უფრო მეტად გაზრდილ ჟოაო ფელიქსთან ერთად, კარასკოსთან და სხვა ყველა დანარჩენთან ერთად გაუმჯობესების საშუალება გვექნება, რათა გავუმკლავდეთ გასულ სეზონში მომხდარს“.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესმა „ატლეტიკოსთან“ 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ბარსელონა“ კი მის სანაცვლოდ ეტაპობრივად 6 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები