Aa
Aa

""მაკდონალდსში" მუშაობა მინდოდა" - დეივისი საკუთარ წარსულზე

მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალი ვარსკვლავი ალფონსო დეივისი საკუთარ წარსულს იხსენებს. როგორც ცნობილია კანადელის ოჯახს, რამდენიმე წლის წინ ფინანსურად ძალიან უჭირდა. დეივისმა სწრაფი კვების ოიბექტში, "მაკდონალდსში" სცადა მუშაობის დაწყება, მაგრამ მას არავინ დაურეკა. ამასთან დაკავშირებით სპორტულმა გამოცემა "ბლიჩერმა" 19 წლის მარცხენა მცველის სიტყვები გააჟღერა.

"უეფას" სუპერ თასის მოგების შემდეგ ალფონსომ განაცხადა: "თუ თქვენ ახლა ამას ხედავთ, მინდა გითხრათ, რომ ერთ დროს თქვენთან მუშაობის დაწყებას ვცდილობდი და სააპლიკაციო ფორმაც შევავსე, მაგრამ თქვენგან არავინ დამირეკა."

 

კანადელმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა "ვაითქაიფსში" 2016 წელს დაიწყო. ამის შემდეგ დეივისი "ვანკოვერში" გადავიდა და საკუთარი ბედი ამერიკის ჩემპიონატში სცადა. მისი კარგი თამაში გერმანელ სკაუტებს არ გამოჰპარვიათ და სათამაშოდ მიუნხენის "ბაიერნში" მიიწვიეს. ალფონსო გერმანულ გრანდში 2018 წელს ჩაირიცხა და ამ პერიოდის განმავლობაში მან 50 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები