დიდი ბრძოლა და ტოჩინოშინის მე-6 გამარჯვება
Aa
Aa

დიდი ბრძოლა და ტოჩინოშინის მე-6 გამარჯვება "აკი ბაშოზე"

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის „აკი ბაშოს“ მე-14 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა ტამავაში იყო.

დღემდე გამართული მათი 26 დაპირისპირებიდან ტოჩინოშინმა 18 მოიგო და 8 შეხვედრა ქართველის მარცხით დასრულდა. ამჯერად კი ლევანმა იორიკირის ილეთით გამარჯვება შეძლო.

ტოჩინოშინმა ბრძოლა მეტოქის მსგავსად აგრესიულად დაიწყო. ნამდვილი ხელჩართული დაპირისპირება ვიხილეთ. გამარჯვება ორივე სუმოტორს შეეძლო, თუმცა საბოლოოდ ქართველმა აჯობა და მე-6 გამარჯვება გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძეს დადებითი ბალანსის გაფორმების შანსი უკვე დაკარგული აქვს და მომდევნო ტურნირზე მას რანგით დაქვეითება ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები