„შემდეგი მენი პაკიაოა
Aa
Aa

„შემდეგი მენი პაკიაოა" - მაკგრეგორი რინგზე ბრუნდება?

კონორ მაკგრეგორი UFC-ისა და კრივის ქომაგების ყურადღების ცენტრში მოექცა. ირლანდიელმა მებრძოლმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე მენი პაკიაო იქნება. ბრძოლა კი კრივის წესებით გაიმართება.

„ეს იმ მიმოწერის ბოლო ნაწილია, რომელიც კორონავირუსამდე და კარიერის დასრულებამდე გაიმართა. ბრძოლაზე უარი არასდროს მითქვამს, როგორც ამას მაშინ ტონი ამბობდა. თვეებით ადრე, დაახლოებით თებერვალში, განვაცხადე, რომ არ მაინტერესებდა იმ მებრძოლების ალტერნატივა ვყოფილიყავი, რომლებიც შერკინებებში მონაწილეობაზე უარს სისტემატურად ამბობენ“.

„ყველაფერს ვაკეთებდი, რათა სეზონი შემდგარიყო. რამდენიმე მეტოქესთან ჩხუბი და რამდენიმე თარიღი შემომთავაზეს, მაგრამ კორონავირუსის პანდემია გავრცელდა და მითხრეს, რომ მაყურებლის დაბრუნებას უნდა დავლოდებოდი. ამაზე უარი ვთქვი. იმ მომენტში უკვე საკმარისად დიდხანს ველოდებოდი“.

„რაც იყო, იყო, ამას ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. შემდეგი მენი პაკიაოა, რომელსაც კრივის წესებით შუა აზიაში ვეჩხუბები. თანამედროვეობის ორ უდიადეს მოკრივესთან დაპირისპირება, რომლებსაც ჩხუბის ეშინიათ, ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება“.

მაკგრეგორმა UFC-ში ბოლოს 19 იანვარს იჩხუბა და დონალდ სერონეს დაუპირისპირდა. კონორმა მეტოქეს 40 წამში სძლია, მაგრამ ბრძოლიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ირლანდიელისთვის ეს უცხო რამ ნამდვილად არაა. ბოლო 4 წლის განმავლობაში კონორი UFC-დან 3-ჯერ წავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები