კაკაბაძე ესპანეთში დაბრუნდა: ქართველი ტენერიფეში ითამაშებს
Aa
Aa

კაკაბაძე ესპანეთში დაბრუნდა: ქართველი ტენერიფეში ითამაშებს

ესპანური საფეხბურთო კლუბის, ''ტენერიფეს'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კლუბის ღირსებას ქართველი მცველი ოთარ კაკაბაძე დაიცავს, რომელმაც გასული ორი სეზონი შვეიცარიულ ''ლუცერნში'' გაატარა.

კაკაბაძის გარდა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში გიორგი მაკარიძე (ალმერია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა) და გიორგი აბურჯანია (ოვიედო) იასპარეზებენ.

''ტენერიფეს'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კაკაბაძე კლუბში 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი შვეიცარიულ კლუბს დაემშვიდობა და ''ტენერიფეს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

25 წლის ფეხბურთელისთვის ლა ლიგა 2 ნაცნობი საფეხბურთო ჩემპიონატია. კაკაბაძე ''ხიმნასტიკის'' ღირსებას 2016-18 წლებში იცავდა. მას ასევე უთამაშია დანიურ ''ესბიერგსა'' და თბილისის ''დინამოში''.

''ხიმნასტიკის'' მაისურით ოთარ კაკაბაძემ ლა ლიგა 2-ში 44 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

2015 წლიდან მოყოლებული ოთარ კაკაბაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 34 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები