ნეიმარი, ეტოო და ალვეში მესის პოსტს გამოეხმაურნენ
Aa
Aa

ნეიმარი, ეტოო და ალვეში მესის პოსტს გამოეხმაურნენ

ლიონელ მესის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც იგი ლუის სუარესს გამოემშვიდობა, საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფეხბურთელთა უმრავლესობამ საკუთარი პოზიცია ემოჯებითა და პოსტის მოწონებით დააფიქსირეს, რამდენიმემ კი კომენტარი დაწერა.

ნეიმარი: „დაუჯერებელია, საქმეს როგორ აკეთებენ“.

დანი ალვეში: „სამწუხაროდ, ეს დიდი ხანია რეალობაა. ეს წლიდან წლამდე დასტურდება. საქმე მოგებასა და წაგებას არ ეხება. საუბარია პატივისცემაზე, მაგრამ მათ ეს არ იციან“.

ეტოო: „კლასის ყიდვა შეუძლებელია. საკუთარ თავზე იზრუნე და შენზე იფიქრე“.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის პოსტს თავად სუარესიც გამოეხმაურა და ყოფილ თანაგუნდელს მადლობა გადაუდახადა. ცნობისთვის, „ელ პისტოლერო“, რომელმაც „ბლაუგრანას“ მაისურით 283 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 198 გოლი და 109 შედეგიანი გადაცემაა, კარიერას „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები