Aa Aa
25 სექტემბერი 2020  |  10:05

ლეიკერსმა დენვერი დაამარცხა - ნაგეთსი გავარდნის პირასაა

„დენვერ ნაგეთსი“ თავისთვის კარგად ნაცნობ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კოლორადოელები დასავლეთ კონფერენციის ფინალური დაპირისპირების მეოთხე შეხვედრაში 114-108 დამარცხდნენ და „ლეიკერსთან“ სერიაში 3-1-ს აგებენ.

ლოს-ანჯელესელებმა მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს და თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ. „დენვერი“ მეტოქეს დიდი უპირატესობის მოპოვებას არ აძლევდა, თუმცა პირველი მეოთხედის შემდეგ სულ მდევრის როლში იყო და „ლეიკერსმა“ დამსახურებულად გაიმარჯვა.

ლოს-ანჯელესელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ვოგელმა მეოთხე შეხვედრაში ცვლილებები განახორციელა და სასტარტო შემადგენლობაში ჯაველ მაკგის ნაცვლად დუაით ჰოვარდი გაამწესა, რომელმაც 2017 წლის შემდეგ პლეიოფში პირველი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 12 ქულა, 11 მოხსნა. ენტონი დევისმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და 34 ქულა დააგროვა. ლებრონ ჯეიმსმა აქტივში 26 ქულა, 9 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. რაჟონ რონდომ თავი 11 ქულას, 5 მოხსნასა და 7 ასისტს მოუყარა და პლეიოფში გაკეთებული შედეგიანი გადაცემების რაოდენობით სკოტი პიპენს გადაასწრო.

„დენვერს“ 32 ქულით ჯამალ მიურეიმ ულიდერა. ჯერემი გრანტი 17 ქულით გამოირჩა. ნიკოლა იოკიჩმა გუნდს 16 ქულა და 7 მოხსნა შესძინა, ხოლო მაიკლ პორტერ ჯუნიორი 13 ქულას დასჯერდა.

ცნობისთვის, ლებრონ ჯეიმსს სერია 3-1-დან არასდროს წაუგია. „დენვერმა“ კი ბოლო ორი დაპირისპირება სწორედ 3-1-დან შემოატრიალა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა „ლეიკერსმა“ „იუტასა“ და „კლიპერსის“ შეცდომები გაიმეოროს. ლოს-ანჯელესელები სერიის დახურვის შანსს 27 სექტემბერს მიიღებენ, როცა თბილისის დროით 05:00-ზე „ნაგეთსს“ მეხუთედ დაუპირისპირდებიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში